EVOLU პულსოქსიმეტრი - პორტატული მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ადამიანის არტერიული სისხლის ჟანგბადის გაჯერების არაინვაზიური განსაზღვრისთვის (Sp02) და პაციენტთა პულსის სიხშირის შესამოწმებლად.
ჟანგბადით გაჯერება მიუთითებს ჰემოგლობინის პროცენტზე არტერიულ სისხლში,რომელიც გაჯერებულია ჟანგბადით.ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სუნთქვის სისტემისთვის.ბევრ რესპერატორულ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის გაჯერების შემცირება.ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის დონის ცოდნა, რათა მედიკოსებმა დროულად გამოავლინონ პრობლემები.
სისხლის ჟანგბადით გაჯერებულობის დონის შემცირება- თანმხლები სიმპტომებით და მათ გარეშე - საჭიროებს სამედიცინო გამოკვლევას.
პულსოქსიმეტრი პირველ რიგში უნდა გამოიყენონ პაციენტებმა რისკჯგუფებიდა,ისეთებმა როგორებიც არიან პირები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და ასთმიანებმა.
რეკომედირებულია გამოიყენონ სპორცმენებმა და ჯანმრთელ ადამიანებმა, ვისაც უწევთ მაღალ სიმაღლეებზე ასვლა.
ჟანგბადით გაჯერება მიუთითებს ჰემოგლობინის პროცენტზე არტერიულ სისხლში,რომელიც გაჯერებულია ჟანგბადით. ჟანგბადით გაჯერება (Spo2) არტერიულ სისხლში ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეადგენს 98%.
პერფუზიის ინდექსი (PI) ჩვეულებრივ ასახავს პაციენტის კიდურის პერფუზიის მდგომარეობას. ნორმალური ადამიანის სხეულის პერფუზიის ინდექსი 3% ან მეტია.
პულსის სიხშირე (დარტყმა/წუთი)- ეს არის პულსის დარტყმის ოდენობა წუთში. ნორმაში პულსის სიხშირე შეესაბამება გულის შეკუმშვის სიხშირეს.მთლიანობაში პულსის სიხშირე ადამიანში მერყეობს 60-90 დარტყმა წუთში